16 ოქტომბერი 2018,   02:30
ვრცლად
"ამ ხალხს სჭირდება მთავრობა, რომელიც მშრომელ ადამიანს იცავს" - გრიგოლ ვაშაძე ბოლნისელებს შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა. სოფელ ტალავერში გრიგოლ ვაშაძემ და გაერთიანების სხვა ლიდერებმა ადგილობრივებს სიტყვით მიმართეს.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ეკონომიკის ზრდა გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„საქართველოს მთავარი სიმდიდრე არის ის პატრიოტი, რომელიც შეიძლება იყოს ქართველი, აზერბაიჯანელი, ებრაელი, სომეხი, უკრაინელი, ეს არის ყველაზე დიდი სიმდიდრე, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოში. კიდევ უფრო დიდი სიმდიდრეა, რომ ეს პატრიოტები ასე არიან ჩაჭიდებულები მიწას, ასე შრომობენ ამ მიწაზე. აუცილებლად სჭირდება ამ ხალხს მთავრობა, რომელიც ამ ხალხის ინტერესებით ცხოვრობს, რომელიც მშრომელ ადამიანს იცავს,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ბოლნისელებს სიტყვით მიმართა გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემაც და ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

 

დღის ამბები