20 აპრილი 2024,   06:13
ვრცლად
"აწარმოე საქართველოში," საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი და ძალოვანი უწყებების დაფინანსება - დეპუტატებს ბიუჯეტის პროექტზე კითხვები აქვთ

2019 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტზე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე მსჯელობენ. მთავარი კითხვა, რომელიც დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან აქვთ, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შემცირებას ეხება.

კანონმდებლებს ასევე აინტერესებთ, იგეგმება თუ არა პროგრამის, "აწარმოე საქართველოში" გადახედვა. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგა ბოკერიამ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ჰკითხა, ხომ არ აპირებს ბიუჯეტს ამ პროგრამის ხარჯები მოაშორონ საქართველოს.

„სტარტაპ ჯორჯიასა და აწარმოე საქართველოს და ა.შ. რომელშიც პროკურატურის ვერსიით,  შესაძლოა გახვეული იყოს ყოფილი მინისტრი ბატონი ქუმსიშვილი. მაინტერესებს, ხომ არ დაჯდებით სალაპარაკოდ პარლამენტის წევრებთან, საკუთარ თავთან, რომ ეს ხარჯები მოვაშოროთ საქართველოს ბიუჯეტს?“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ერთ-ერთი მთავარი კითხვა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებას ეხება, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე დაინტერესდა, რატომ იზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება, როცა არხის რეიტინგი დაბალია.

„არც რეიტინგი ჩანს და მგონი ეთერშიც კი აღარ ჩანს საზოგადოებრივი მაუწყებელი და კიდევ 45 მილიონის აღებას აპირებენ. თქვენ კითხვა არ გიჩნდებათ?"-აცხადებს ჭიჭინაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს, მას კითხვები შს სამინისტროსთანაც აქვს.

„რა არის ეს შს სამინისტროს ეს ტრასები ფულის საჭრელ მანქანად აქვს გადაკეთებული, აიღოს და ამ ჯარიმებით იცხოვროს კიდევ,“-აცხადებს არველაძე.

დღის ამბები