13 დეკემბერი 2018,   20:54
ვრცლად
3 მილიონ 558 ათას 437 პოტენციური ამომრჩეველი - იუსტიციის სამინისტრომ ცესკო-ს ამომრჩეველთა სიები გადასცა

იუსტიციის სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დასამუშავებლად ამომრჩეველთა 3 მილიონ 558 ათას 437-კაციანი სია გადასცა.

ეს პოტენციურ ამომრჩეველთა რაოდენობაა და საბოლოო სიას ცესკო დამუშავების შემდეგ, არჩევნებამდე 12 დღით ადრე დადებს.

საარჩევნო ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს ამომრჩეველთა ყველაზე სრულყოფილი მონაცემებია.
ამ შედეგის მისაღწევად კი შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა 5 წელი იმუშავეს.

დღის ამბები