13 დეკემბერი 2018,   20:56
ვრცლად
კახა კუკავამ და გოგი წულაიამ საღორიის ტყეში სანიტარული ჭრა განახორციელეს და ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტესტეს

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, კახა კუკავამ და შტაბის უფროსმა, გოგი წულაიამ საღორიის ტყეში სანიტარული ჭრა განახორციელეს. ორგანიზაციის წევრებმა პერფორმანსით ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტესტეს.

მათი თქმით, დაზიანებული ხეები ლპება და ამ დროს მოსახლეობას შეშის პრობლემა აქვს. პარტიამ მოჭრილი ხეები სოციალურად დაუცველ ოჯახს მიუტანა.

„ადამიანი, რომელსაც არც შეშას აძლევ და არც გაზს, პირდაპირ მთავრობა ეუბნება, რომ წადი, აიყარე სოფლიდან. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ჩინური და სხვა კომპანიები ათიათასობით კუბამეტრის დამზადებას, მოპოვებას და ექსპორტს ეწევიან საზღვარგარეთ. ამიტომაც, ჩვენი პროგრამა არის, რომ ჩემი არჩევის შემთხვევაში, ჯერ დავაკმაყოფილებთ გლეხს შეშით და ამის შემდეგ თუ დარჩება, შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ სამრეწველო ჭრა განხორციელდეს,“ - განაცხადა კახა კუკავამ.

გოგი წულაია აღნიშნავს, რომ საღორიის ტყე ნადგურდება.

„მე მოვედი დღეს, ჩავატარე პერფორმანსი, ერთ-ერთი წაქცეული ხე დავჭერი და მივუტანე სოციალურად დაუცველ ადამიანს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, მოვუწოდებ მოსახლეობას, ჯანმრთელ ხეს ნუ მიეკარებით, მაგრამ თუკი არის ხე წაქცეული, თუკი არის დაავადებული, მოჭერით, წაიღეთ სახლში,“ - განაცხადა გოგი წულაიამ.

დღის ამბები