25 აპრილი 2024,   19:45
ვრცლად
წინასაარჩევნო ტერორი „ქართული ოცნების“ შესრულებით - მმართველი პარტია საჯარო მოხელეებს ზურაბიშვილის მხარდამჭერი ბლანკების შევსებას აიძულებს

წინასაარჩევნო ტერორი „ქართული ოცნების“ შესრულებით - მმართველი პარტიის ლიდერები საჯარო მოხელეებს აიძულებენ, სპეციალურ ბლანკებში ჩაწერონ იმ ადამიანების პირადი მონაცემები, ვინც სალომე ზურაბიშვილს დანამდვილებით მისცემს ხმას.

არჩევნების დღეს სიაში მოხვედრილი ყველა პირის მისვლას საარჩევნო უბანზე „ოცნების“ კოორდინატორები გააკონტროლებენ, ხოლო ვინც არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, სამსახურს დაკარგავს.

სქემა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლნისათვის შეიმუშავა, სამმა გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაშიფრა. განცხადებში წერია, რომ საარჩევნო მანიპულაციების გზას ხელისუფლებამ სალომე ზურაბიშვილის პირველივე ტურში გამარჯვებისათვის მიმართა.

სამოქალაქო სექტორი მზად არის შესაბამის უწყებებს გადასცეს ყველა ბლანკი, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებაზე მიუთითებს.

ადმინისტრაციული რესურსის მობილიზების მორიგ ტალღაზე მწვავეა კანდიდატების ნაწილის და პოლიტიკური პარტიების რეაქცია.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევის აღიარებისთვის მტკიცებულებებს ითხოვს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვის ადრესატია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორიც. 

ავტორი: ემა გოგოხია.

ამავე თემაზე
დღის ამბები