18 აპრილი 2024,   21:01
ვრცლად
„რატომ აღადგინა მაშინდელ პრეზიდენტმა სამხრეთ ოსეთი თავის საბჭოთა საზღვრებში და არა იმ საზღვრებში, რომელიც იყო ჩვენი პარტნიორებისგან ეუთოში დადგენილი?" - ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში ისევ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს. ამ განცხადებას „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი მთელი დღის განმავლობაში შიდა ქართლში აკეთებდა, სადაც ზურაბიშვილი საარჩევნო შეხვედრების ტურნეთი უკვე მეორედ ჩავიდა.

ყველა შეხვედრაზე ის 2008 წლის აგვისტოს ომსა და 10 წლის წინანდელ მოვლენებში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობაზე საუბრობდა.

„რატომ აღადგინა მაშინდელმა პრეზიდენტმა სამხრეთ ოსეთი თავისი საბჭოთა საზღვრებში და არა იმ საზღვრებში, რომელიც იყო ჩვენი პარტნიორებისგან ეუთოში დადგენილი, სადაც სწორედ არ შედიოდა არც ახალგორი, არც ლიახვის ხეობა და რომელიც არ იყო ის, სადაც დღეს ჩვენ ვხედავთ მცოცავ საზღვრებს. რატომ, რატომ, რატომ? - კიდევ ძალიან ბევრი კითხვაა, იმის მაგივრად, რომ მე მკითხონ გაუთავებლად ჟურნალისტებმა და მე ვუპასუხე და ვუპასუხებ გაუთავებლად, რომ კი ბატონო, რუსეთი არის პასუხისმგებელი, რუსეთი არის აგრესორი, რუსეთ არის ოკუპანტი, მაგრამ ამ კითხვებზე სად არიან ჟურნალისტები, რატომ არავის ეკითხებიან. რატომ არ ეკითხებიან, კოდორში რატომ დავტოვეთ მთელი ჩვენი შეიარაღება, ახლადშეძენილი, ახლადგადმოცემული ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან. ამ კითხვებზე მე კი არ მინდა მაინცდამაინც პასუხი, ამ კითხვებზე ოდესღაც პასუხი უნდა გავცეთ, რატომ და იმისთვის, რომ ეს არასოდეს განმეორდეს,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილლმა.

დღის ამბები