25 აპრილი 2024,   17:17
ვრცლად
სიღნაში ქურდობისას 1 პირი დააკავეს, რომელსაც მანამდე 5 ბინა აქვს გაქურდული

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ზ. შ., ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლს ქურდავდა," - ნათქვამია განცხადებაში. 

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

"ზ.შ.-მ, ასევე, აღიარა მიმდინარე წელს მის მიერ სიღნაღის რაიონში ჩადენილი 5 საცხოვრებელი სახლის ქურდობის ფაქტები," - ნათქვამია განცხადებაში. 

პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან, ნაქურდალი ნივთების ნაწილი, მათ შორის 2 სანადირო თოფი, ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს.

დღის ამბები