19 აპრილი 2024,   14:55
ვრცლად
ოპოზიცია ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს

გაერთიანებული ოპოზიცია ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს.

ძალა ერთობაშიას ლიდერების განცხადებით, ჰასმიკ მარანგოზიანი ოპოზიციის მიმართ აგრესიულობით გამოირჩევა, ის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ოპოზიციის წევრებს.

გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამის მიზეზი 2012 წლის არჩევნების შემდეგ მისთვის ნაჩუქარი ბინაა, რის სანაცვლოდაც ქართული ოცნება მისგან სასურველი შედეგის დაწერას მოითხოვს.

ბინის ჩუქების შესახებ დოკუმენტაცია ოპოზიციამ გამოითხოვა, თუმცა, საკრებულოში პასუხობენ, რომ საბუთები შესასწავლად პროკურატურაშია გადაგზავნილი.

„ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ჰასმიკ მარანგოზიანმა, 2012 წლის არჩევნების ჩატარების შემდგომ საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე მიიღო უსასყიდლოდ ბინა 0 ლარად ახალქალაქში სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე,“ - განაცხადა პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველოს გამგეობის წევრმა, სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ.

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ბეჟაშვილი, ახალქალაქში არჩევნების გაყალბების მაღალ რისკებზე საუბრობს.  

 

დღის ამბები