25 აპრილი 2024,   05:10
ვრცლად
"შეცდნენ და ინანიებენ" - "რუსთავი2"-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში ბრალდებული ჩინელების ადვოკატი

რუსთავი2-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში ბრალდებული ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს აღკვეთის ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ. სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება, მანამდე კი ჩინეთის მოქალაქეებს საელჩოს წარმომადგენლები ხვდებიან.

ადვოკატის თქმით, ჩინეთის მოქალაქეები ბრალს აღიარებენ და აცხადებენ, რომ მათსა და რუსთავი2-ის გადამღებ ჯგუფს შორის დაპირისპირება ენის ბარიერმა გამოიწვია. დაცვის მხარე ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს.

„ისინი შეცდნენ და ინანიებენ, მოხდა ინციდენტი, რომლისგანაც არავინაა დაზღვეული. ისინი ლაპარაკობდნენ ჩინურად, ჩვენები ქართულად, ვერ გაიგეს, ისინი ეუბნებოდნენ, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ და მოხდა ინციდენტი. ისეთი სერიოზული რამ, რომ სპეციალურად ვინმეს გაეკეთებინა, ან ვინმეს მიმართ ინტერესი ჰქონოდა, ასეთი არაფერი ყოფილა,“ - აცხადებს ადვოკატი, ოლეგ გრძელიძე.

რუსთავი2-ის ჟურნალისტს, ეკა გაგუას და ოპერატორ ლევან კალანდიას კომპანიის თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა იმ დროს მიაყენეს, როცა კურიერის გადამღები ჯგუფი სიუჟეტს სარკინიგზო ხაზის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდა. ხმაურიანი რეპორტაჟი მაინც მომზადდა და მას მაყურებელი შაბათის კურიერში ნახავს.

დღის ამბები