13 დეკემბერი 2018,   20:55
ვრცლად
სპეცუბნების გაუქმება ჯარში - გაერთიანებული ოპოზიციის ბრალებებს თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება

გაერთიანებული ოპოზიციის წევრების, დიმიტრი შაშკინის და გიორგი ბარამიძის, საგანგებო ბრიფინგს, სადაც მათ ჯარში საარჩევნო სპეცუბნების გაუქმება გააკრიტიკეს, თავდაცვის უწყება ეხმაურება.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სპეცუბნების გაუქმებას ნეგატიური ზეგავლენა არ მოუხდენია ხმის მიცემის პროცედურაზე.

„სპეცუბნების გაუქმებას არანაირი ნეგატიური ზეგავლენა არ მოუხდენია სამხედრო მოსამსახურეებზე, საარჩევნო უფლების გამოხატვის კუთხით, რადგან ცვლილებების შედეგად სამხედრო მოსამსახურეები ხმას აძლევენ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ხოლო ის მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები, ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილიდან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება, ხმას აძლევენ დისლოკაციის ადგილთან ახლოს მდებარე საარჩევნო უბანზე, ხოლო ნაწილი - გადასატანი ყუთის მეშვეობით. უფრო მეტიც, შეიარაღებულ ძალებში სამხედროები პარასკევიდან ჩვეულებრივ სარგებლობენ შაბათ-კვირის დასვენების დღეებით და ასე მოხდება საარჩევნო დღესაც,“ - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, დიმიტრი შაშკინმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ჯარისკაცებს საარჩევნოდ ხელოვნურ ბარიერებს უქმნიან, რათა მათმა უმრავლესობამ არჩევნებზე მონაწილეობა ვერ მიიღოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები