25 აპრილი 2024,   19:38
ვრცლად
საუდელი დისიდენტის გაუჩინარების გამო ტრამპი ერ-რიადს მკაცრი სასჯელით ემუქრება

საუდელი დისიდენტის გაუჩინარების გამო დონალდ ტრამპი ოფიციალურ ერ-რიადს მკაცრი სასჯელით ემუქრება.

ტელეკომპანია CBS-თვის მიცემულ ინტერვიუში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ძალიან გაბრაზდება, თუ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა დადასტურდება და პასუხისმგებელი საუდის არაბეთის ხელისუფლება აღმოჩნდება.

თურქეთის სპეცსამსახურის დასკვნით, საუდელი ჟურნალისტი 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ მოკლეს.

გავრცელებული ცნობით, უწყება მკვლელობის დამადასტურებელ ვიდეო და აუდიომასალებსაც ფლობს. ერთ-ერთი ვერსიით, ჯამალ ხაშოგიმ საკუთარი მკვლელობა ეფლის საათით ჩაწერა.

დღის ამბები