16 ოქტომბერი 2018,   02:31
ვრცლად
ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის სამიტზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა გამოხატეს

ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის სამიტზე წევრმასახელმწიფოებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა გამოხატეს. აღნიშნული საკითხი სამიტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში აისახა.

საერთაშორისო ორგანიზაციის რიგით მე-17 სამიტი ერევანში ჩატარდა. მას 84 წევრი ასოცირებული და დამკვირვებელი სახელმწიფოს ლიდერი ესწრებოდა.

დღის ამბები