19 აპრილი 2024,   09:39
ვრცლად
ლევან ყიფიანსა და ოთარ ფარცხალაძეს შორის ჩხუბი - ჩანაწერებში სპორტის ყოფილი მინისტრი ივანიშვილთან საუბარს იხსენებს

კურიერმა სკანდალური ჩანაწერი მოიპოვა, რომელიც სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის, სარდაფში ჩაყვანის ეპიზოდს ეხება. ყიფიანი ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის, მხრიდან ზეწოლის დეტალებს აღწერს.  

ჩანაწერიდან დგინდება, რომ სპორტის ყოფილი მინისტრი იხსენებს, რომ მან ეს თემა ბიძინა ივანიშვილთან განიხილა.

აუდიოფაილიდან ირკვევა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი დეტალებს არკვევდა და აინტერესებდა, ვინ შეიგინა პირველმა - ფარცხალაძემ თუ ყიფიანმა.

საუბარში ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი, სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი და ომეგა ჯგუფის მენეჯერი მონაწილეობენ.

ზაზა ოქუაშვილი - ძველი ბიჭი, აბა რაა, ბიძინასგან თუ მხარდაჭერა გაქვს, რა პრობლემაა...

ლევან ყიფიანი - ხო, ნუ არა, ნუ, მორჩა ეგ

ომეგას მენეჯერი - შერიგდით..?

ლევან ყიფიანი  - კი

ომეგას მენეჯერი - ნუ, ნიჩევო

ლევან ყიფიანი - არაფერი, ბიძინა

ომეგას მენეჯერი - ბიძინამ გაიგო ხო, ეგ ამბავი?

ლევან ყიფიანი - ბიძინამ რა, რატომ შეაგინეო

ომეგას მენეჯერი - შეაგინეო?

ზაზა ოქუაშვილი - რატომ შეაგინეო, ამიტომ გადაიხადეო

ომეგას მენეჯერი - რატომ დაგარტყა, ის არ უთქვია, რატომ შეაგინეო ...

ლევან ყიფიანი - თან პირველი შენ შეაგინეო...

ომეგას მენეჯერი - გიჩივლა, იმან შემაგინაო და იმიტოო...

ლევან ყიფიანი - არა, მე ვერ დავიჯერე...

დღის ამბები