20 აპრილი 2024,   13:17
ვრცლად
ავტოკეფალიის მინიჭება - რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ოფიციალურ კიევს და მსოფლიო საპატრიარქოს მკაცრი ზომებით ემუქრება

რუსეთის პატრიარქს, კირილეს სჯერა, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ქვეყნის ხელისუფლების ზეწოლას გაუძლებს და გადარჩება.

რუსეთის პატრიარქს მიაჩნია, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას კაცობრიობის მტერი ებრძვის და დარწმუნებულია, რომ ეკლესიის განადგურებას ვერც ერთი ძალა შეძლებს.

განცხადება რუსეთის პატრიარქმა მინსკის აეროპორტში გააკეთა, სადაც სამ დღიანი ვიზიტით ჩავიდა. ბელარუსის დედაქალაქში რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, სადაც მთავარი თემა უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებასა და საპასუხო ნაბიჯებზე იმსჯელებენ. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ოფიციალურ კიევს და მსოფლიო საპატრიარქოს მკაცრი ზომებით ემუქრება. 

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცედურა კონსტრანტინოპოლის პატრიარქატის სინოდმა სამი დღის წინ დაიწყო.

 

დღის ამბები