20 აპრილი 2024,   08:14
ვრცლად
"შაბათის კურიერში" გასული რეპორტაჟი და მმართველი პარტიის მაღალჩინოსნების ქონება - თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს  

"შაბათის კურიერში" გასულ რეპორტაჟს, რომელიც მმართველი პარტიის მაღალჩინოსნების ქონებას ეხება, თავდაცვის სამინისტრო ეხმიანება. უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დეტალურად არის განმარტებული თუ საიდან და რა სახსრებით შეძლო ლევან იზორიას ოჯახმა მისი კუთვნილი სახლების შეძენა და აშენება. აქვე ნათქვამია, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა.

"მინისტრის ყველა შემოსავალი დეკლარირებული და საჯაროა," - წერია განცხადებაში.

ლევან იზორიას უძრავი ქონება ერთ-ერთი იყო მმართველი პარტიის მაღალჩინოსნების ფეშენებელურ სასახლეებს შორის, რომელიც "კურიერის" აეროგადაღების კამერამ დააფიქსირა. რეპორტაჟში აღნიშნულია, რომ იზორია, 2012 წლამდე უძრავ ქონებას არ ფლობდა. ახლა კი მისი ოჯახი 3 დიდი სახლის პატრონია.  

დღის ამბები