20 აპრილი 2024,   13:24
ვრცლად
ენმ ლანჩხუთის საოლქო და სუფსის საუბნო კომისიების ხელმძღვანელების დასჯას ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობა" ლანჩხუთის საოლქო და სუფსის საუბნო საარჩევნო
კომისიების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. პარტიის წევრებმა გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საჩივარი საოლქო კომისიაში უკვე შეიტანეს.

შემთხვევა საოლქო კომისიის სხდომაზე მოხდა, როცა გრიგოლ ვაშაძის ლანჩხუთის შტაბის წარმომადგენლები სუფსის საუბნო საარჩევნო კომისიის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდნენ. მათ მტკიცებით, სამუშაო საათებში უბანი მიტოვებული იყო კამათისას სხდომაზე სუფსის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ოპოზიციის წარმომადგენელს, გივი ცინცაძესთან, რომელიც სხდომას ტელეფონით იღებდა, მობილური წაართვა და ნაგვის ყუთში გადაუგდო. ცინცაძის მტკიცებით, ინცინდენტის შემდეგ მას სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს და ცემით დაემუქრნენ.

დღის ამბები