16 აპრილი 2024,   16:07
ვრცლად
ირანის პრეზიდენტი ვაშინგტონს ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს

ირანის პრეზიდენტი ვაშინგტონს ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს. განცხადება ჰასან როუჰანმა თეირანის უნივერსიტეტში გააკეთა.

ირანის ლიდერის თქმით, შეერთებულ შტატებს გეგმაში აქვს ირანში რეჟიმის შეცვლა და ამისთვის სახელმწიფო სისტემის ლეგიტიმურობის შემცირებაზე მუშაობს, მიზნის მისაღწევად კი ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ომს აწარმოებს.

ირანის პრეზიდენტს მიაჩნია რომ შეერთებულმა შტატებმა იურიდიული და პოლიტიკური კრახი განიცადა, როდესაც ისტორიული ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა და სანქციები განაახლა. მან დაკისრებულ სანქციებს უსამართლო უწოდა. ანტი ირანული სანქციების მეორე პაკეტს, რომელიც ენერგეტიკულ და ფინანსურ სექტორს შეეხება, ვაშინგტონი 4 ნოემბერს აამოქმედებს.

დღის ამბები