15 ნოემბერი 2018,   21:48
ვრცლად
მნიშვნელოვანი
ურთიეთბრალდებების სერია გრძელდება - მდინარაძის ორჯერ გაკეთებულ განმარტებას გიგი უგულავაც განმეორებით ეხმაურება

გიგი უგულავა მამუკა მდინარაძეს პასუხობს. მმართველი გუნდის წევრმა დღეს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სიცრუეში დაადანაშაულა.

ურთიერთბრალდებების სერია გიგი უგულავას ბრიფინგს მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილისადმი ნეგატიური დამოკიდებულების გამო „ქართული ოცნება“ მისმა აქტივისტებმა დატოვეს და „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდნენ.  მამუკა მდინარაძემ გიგი უგულავას ორჯერ უპასუხა. მან თქვა, რომ არც ერთი ის პირი, რომელიც გიგი უგულავას ბრიფინგის დროს გვერდით ედგა, "ქართული ოცნების" წევრი არ არის.

მამუკა მდინარაძის განცხადებას კი გიგი უგულავას პასუხი მოჰყვა. „ევროპული საქართველოს" წევრის განმარტებით,„ქართული ოცნების“ საპასუხო ბრიფინგი იმის მანიშნებელია, რომ მათ აღელვებთ ის, რაც მათ საარჩევნო შტაბებში ხდება.

„ძალიან კარგია, რომ ჩვენ ვიხილეთ „ქართული ოცნებისგან“ საპასუხო ბრიფინგი. როგორც ჩანს მათ გულზე  მოხვდათ ის ტენდენცია რაც მათ შტაბში ხდება. ის, რომ სალომე ზურაბიშვილის მათივე მომხრეებისთვის და მათივე აქტივისტებისთვის  არის მიუღებელი. ზუსტად ამ კოლექტიურმა ზარდიაშვილმა და მდინარაძემ რომელიც "ქართული ოცნების" სიაში ჩაწერილია ფარცხალაძის მიერ, ზუსტად ასეთი ადამიანების  გამოა, რომ ის ადამიანები რომლებიც იბრძოდნენ, წამოვიდნენ "ქართული ოცნებიდან." დაველოდოთ, პროცესი გრძელდება, პროცესი შეუქცევადია. საქართველოს ბევრი სხვა რაიონებიდან იგივე პროცესი გრძელდება,“-განაცხადა გიგი უგულავამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები