20 აპრილი 2024,   01:06
ვრცლად
"პირველი ადამიანი" - ფილმი ნილ ამსტრონგის შესახებ დიდ ეკრანებზე  

მსოფლიო კინოეკრანებზე "ლა ლა ლენდის" მთავარი პრიზიორების, რაიან გოსლინგის და დემიენ შაზელის ახალი ერთობლივი ნამუშევარი გამოვიდა. ფილმი, სახელწოდებით "პირველი ადამიანი," ნილ არმსტრონგის სიყვარულის ისტორიას და მთვარეზე დაშვების შესახებ გვიამბობს.

ფილმი "პირველი ადამიანი" პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც არამხოლოდ კაცობრიობის მნიშვნელოვან მიღწევაზე, არამედ ნილ და ჯანეტ არმსტრონგის სიყვარულის ისტორიას გვიამბობს.

ფილმზე 400 ადამიანი მუშაობდა. ჯგუფის თითოეულ წევრს ახალი ტექნოლოგიების ათვისება მოუხდა. ყველაზე რთული და შთამბეჭდავი კი კოსმოსურ სააგენტოში გატარებული საათები გახდა.

მთვარეზე ჩასული პირველი ადამიანის ისტორიის ნახვა მაყურებელს უკვე მსოფლიოს ყველა ქალაქის კინოთეატრებში შეუძლია. საქართველოში კი ფილმის პრემიერა მსოფლიო პრემიერამდე ორი დღით ადრე შედგა.

 

დღის ამბები