14 ნოემბერი 2018,   18:23
ვრცლად
გაერთიანებულმა ოპოზიციამ ექიმებსა და სამედიცინო ასოციაციის წევრებს ჯანდაცვის რეფორმის ახალი მოდელი წარუდგინა

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ექიმებსა და სამედიცინო ასოციაციის წევრებს ჯანდაცვის რეფორმის ახალი მოდელი წარუდგინა. გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრაზე სამედიცინო სისტემაში არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყანაში უნდა შეიქმნას შესაბამისი პირობები, რათა ადამიანებმა საქართველოში შეძლონ შესაბამისი პროცედურების ჩატარება.

პრეზენტაციას 100-მდე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი ესწრებოდა.

„სასწრაფო შესაქმნელია ეროვნული ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც დაფუძნებული იქნება ჩვენს გამოცდილებაზე ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, ჩვენი მოკავშირეების, ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო მაგალითებზე. იმ ექსპერტებმა, რომელიც ჩვენ გვყავს გუნდში, გააკეთეს ძალიან დეტალური მონახაზი ამ პროგრამის, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ნიდერლანდების და შვეიცარიის გამოცდილებას ეფუძნება,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

განცხადება გააკეთა  ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სისტემას ახალი სტანდარტები სჭირდება.

„ქართულ ჯანდაცვის სისტემას სჭირდება თანამედროვე და ახალი სტანდარტები, კორუფციული სქემების მოხსნა მაქსიმალურად, დემონოპოლიზაცია და პაციენტზე ზრუნვა,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

 

 

დღის ამბები