24 აპრილი 2024,   11:56
ვრცლად
ვიტალი საფაროვის მკვლელობა - TDI საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმის გადაკვალიფიცირებას და მუხლის დამძიმებას ითხოვს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შესაძლოა ეს იყოს ნეონაცისტური ჯგუფის წარმომადგენლების მიერ რასობრივი შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი პირველი მკვლელობა და მიმდინარე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით უნდა შეიცვალოს.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებას დროულად წარუდგინოს გამოძიების დეტალები და დანაშაულის მოტივი.

“კვალიფიკაცია რომელიც მიენიჭა , გამოძიების მიერ, მკვლელობა, განზრახ მკვლელობა , მიგვაჩნია, რომ არ არის საკმარისი ვინაიდან თუკი ეს იყო ჩადენილი ქსენოფობიური მოტივით, შეიძლება აქ საუბარი იყოს განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად ჩადენილი, ამისთვის ეს უნდა გადაკვალიფიცირდეს დაუყოვნებლივ და სახელმწიფომ უნდა გასცეს დამაჯერებელი პასუხი. შესაძლოა, ეს ერთი პირის მიერ ჩადენილი არ იყოს და ჯგუფურად იყოს ჩადენილი, ასევე გამოძიების მიერ ჩვენთვის არ არის ცნობილი რომ გამოიკვეთა მოტივი“-ამბობს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების გამგეობის წევრი, იურისტი მაკო ღავთაძე.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა 25 წლის ვიტალი საფაროვის განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 25 და 23 წლის ახალგაზრდები თბილისში დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთმა მათგანმა გამთენიისას, ალექსანდრე დიუმას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ვიტალი საფაროვს ცივი იარაღით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა.

დღის ამბები