25 აპრილი 2024,   03:30
ვრცლად
რა სისტემური დანაშაულებები გამოკვეთა მირზა სუბელიანის სკანდალურმა ჩანაწერმა

ქვეყანაში მოქმედი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებიც მმართველი პოლიტიკური ძალის კრიმინალურ დაკვეთებს ასრულებენ, იტაცებენ ადამიანებს, აწამებენ სასურველი ჩვენებების მისაღებად და ზეწოლას ახდენენ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების მოწმეებზე - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ფაქტებისა, რომლის შესახებაც "რუსთავი2"-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებშია საუბარი.

ამ ჩანაწერების მთავარი ფიგურანტი პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანია. გლდანის ციხეში ჩაწერილი აუდიო ფაილის სრული ხანგრძლივობა საათნახევარია, რომლის ნამდვილობა პროკურატურამ ირიბად უკვე დაადასტურა.

მირზა სუბელიანთან შეხვედრა დაადასტურა ჩანაწერის ერთ-ერთმა ფიგურანტმა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემაც.

მირზა სუბელიანი სკანდალური ფიგურა 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმის შემდეგ გახდა.

როგორც ცნობილი გახდა, მოზარდების დაპირისპირებაში, სადაც დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი სასტიკად მოკლეს სუბელიანის ოჯახის ორი წევრი ფიგურირებდა. მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ სუბელიანი მათ თავისუფლებას გარკვეული კომპრომატების სანაცვლოდ ყიდულობდა.

ეს ეჭვი კიდევ უფრო დაადასტურა აუდიოჩანაწერმა, რომელიც ,,რუსთავი2“-მა მოიპოვა და გაავრცელა. სუბელიანი თავად ამბობს, რომ ყველა გახმაურებულ საქმეზე მოქმედი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ დიდი რაოდენობის ინფორმაცია აქვს შეგროვებული და ეს ინფორმაცია იმდენად სკანდალურია, რომ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში მას და მის ოჯახს პოლიტიკურ თავშესაფარს მისცემენ.

„თეთრაძის საქმიდან დაწყებული, ნავთლუღის სპეცოპერაცია… რაზეც ამათმა თანამდებობები დაიჭირეს, ხარძიანის საქმე, ან ვანოს საქმე, ვისი შესრულებულია, ან შენ როგორ გგონია, ამათი თათბირები ესენი რო იჯდნენ და ყ..ე განკარგულებებს გასცემდნენ, იმხელა უტვინო ვიყავი რო თავი არ დამეზღვია ამათთან?! 

ორი ჩანაწერი უნდა და ბ..შვილი ვიყო რუსთაველი გამოვა და “ოცნება” აღარ იქნებით დამიჯერე, პროსტა კაცურად გეუბნები, არ ვარ მე ამის მკადრებელი კაცი და ნუ მაკადრებინებთ,”-ამბობს ჩანაწერში მირზა სუბელიანი.

მირზა სუბელიანი ასახელებს კონკრეტულ ფაქტებს და საქმეებს, რომელთა მოგვარებაშიც პირადად აქვს მონაწილეობა მიღებული – სერგო თეთრაძის საქმე, ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე და ციხის ბუნტის საქმე, რომლებისთვისაც ბაჩო ახალია იხდის სასჯელს. ნავთლუღის საქმეზე მსჯავრდებულია დათა ახალაიაც. ე.წ. ვანოს საქმე.

სუბელიანი საუბრობს კიდე ერთ საქმეზე, ე.წ. ციხის ბუნტის საქმე, რომელზეც ბაჩო ახალაიას გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. სუბელიანი სკანდალურ ჩანაწერში ამბობს, რომ ხელისუფლებისთვის სასურველი ჩვენებები მოსაპოვებლად მან მოწმეებზე ფიზიკური ზეწოლა მოახდინა.

მირზა სუბელიანი ჩანაწერში ამბობს, რომ მან ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებები ე,.წ., კანონიერ ქურდებს მიაცემინა.

„მაშინ ცრუ ჩვენებაზე კი არ წამიყენონ მუხლი, ადგნენ და წამებაზე წამიყენონ, ბაჩო ახალაიას მოწმეებს რო ვაწამებდით და როგორ მისცეს… ციხის ბუნტის თემა გაიხსენე, მე და გიომ გავხსენით ძმაო, მე და გიომ, ცხონებულმა, გიო შევუშვი ქურდებთან, ქურდები მყავს გაბოზებული მაგის დედას შე..ცი, ქურდებს მივაცემინე ჩვენებები, უპრეცედენტო რაღაცა მოხდა, ვაბშე ისტორიაში რო არ ყოფილა, მარტო ერთი საქმე რად ღირს, მარტო იმ საქმეზე დაუყენეს ბაჩოს განაჩენი.”-ამბობს სუბელიანი ვიქტორ ჯაფარიძესთან საუბრისას.

ჩანაწერში მირზა სუბელიანი ასევე საუბრობს ეკა ბესელიასა და უდოს კომისიის შესახებ. სუბელიანი ამბობს, რომ მას დავალებებს სოზარ სუბარი აძლევდა.

პატიმრობაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ არასოდეს წასულა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამ კომპრომატების გამოყენებასაც სავარაუდოდ არ აპირებ, თუმცა ამბობს, რომ მას ჰყავს 50 კაციანი შეირაღებული ჯგუფი.

სუბელიანი ჩანაწერში დეტალურად განმარტავს, ვინ და როგორ გააყალბა მოზარდების მკვლელობის საქმე.

ამავე თემაზე
დღის ამბები