19 აპრილი 2024,   13:42
ვრცლად
სამსართულიანი სახლი პანორამული ხედით თბილისზე ქოშიგორას მთაზე - ირაკლი სესიაშვილი "შაბათის კურიერში" გასულ სიუჟეტს სიცრუეს უწოდებს 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი "რუსთავი 2"-ს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ირაკლი სესიაშვილი „შაბათის კურიერში“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება, სადაც აღნიშნული იყო, რომ დეპუტატმა სამსართულიანი სახლი 2012 წლის შემდეგ ააშენა.

„შაბათის კურიერის“ აეროგადაღების კამერამ დააფიქსირა, რომ ჩინოვნიკების სახლებს შორის სესიაშვილს ყველაზე მდიდრული აპარტამენტები აქვს.

სესიაშვილი ამტკიცებს, რომ მან ეს სახლი 2012 წლამდე ანუ ხელისუფლებაში მოსვლამდე აიშენა.

„რუსთავი 2-მა მიზანმიმართულად შეცდომაში შეიყვანა მოსახლეობა, იმიტომ, რომ "რუსთავი 2"-მა ძალიან კარგად იცოდა ჩემი დეკლარაცია, რომელიც არ გამოაქვეყნა, სადაც მითითებული მქონდა და აქაც მოიტყუა, რომ ჩემი სახლი, სადაც მე დღეს ვცხოვრობ აშენებული იყო 2012 წლამდე, ისევე როგორც ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ისევე როგორც "რუსთავი 2"-მა მოიტყუა და არ განაცხადა, რომ მე მქონდა გავყიდე, ქალაქის ცენტრში და ამ თანხით ვაშენებდი და ამაზე ინტერვიუც მქონდა "რუსთავი 2"-თან მიცემული, მაგრამ ეს არის "რუსთავი 2"-ისთვის ჩვეულებრივი მორიგი პოლიტიკური დავალება,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილს მერიამ ახლად აშენებული სამსართულიანი სახლის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარი უთხრა. დეპუტატმა უფრო დიდი სახლი აიშენა, ვიდრე ეს პროექტით იყო გათვალისწინებული. ამის შესახებ მერიის წერილშია აღნიშნული.

თუმცა დოკუმენტებით დგინდება, რომ სესიაშვილმა მერიიდან მშენებლობის ნებართვა 2016 წელს აიღო. სამსართულიანი სახლი, პანორამული ხედით თბილისზე ქოშიგორას მთაზე მდებარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები