"ნუ ასარდაფებ", "არ დავუშვებთ მხედრიონის დაბრუნება" - ამ მოწოდებებით გაერთიანებული ბული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" - ს წევრებმა ქუთაისში, გუბერნიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები გუშინ საღამოს, "რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, 28 ოქტომბერს "ქართული ოცნება" დასრულდება და ამაში ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს მონაწილეობა.
მათივე თქმით, 28 ოქტომბრის შემდეგ უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რათა კრიმინალური რეჟიმი საბოლოოდ დასრულდეს.