16 აპრილი 2024,   13:06
ვრცლად
მირზა სუბელიანის სკანდალური აუდიო ჩანაწერი - მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა

მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა. წინასწარი ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებაში განცხადება, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით გაკეთდება, რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი საუბრობს. 

განცხადება საგამოძიებო უწყებაში 15:00 საათზე გაკეთდება. 

გავრცელებულ ჩანაწერში კი მირზა სუბელიანი ხელისუფლების არაერთ დანაშაულში ამხელს და ამბობს, რომ მას 50 კაციანი შეიარაღებული ჯგუფი ჰყავს.

ჩანაწერის ავთენტურობა ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა გუშინ მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე. 

დღეს საუბრის ერთ-ერთმა ფიგურანტმა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მირზა სუბელიანთან შეხვედრა და საუბარი დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ მან სუბელიანის ნათქვამი სერიოზულად არ მიიღო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები