24 აპრილი 2024,   19:02
ვრცლად
ვგრძნობ ძალიან დიდ უხერხულობას, რომ ჩვენ ვცხოვრობთ კიდე სერიალების, ჩანაწერების საბჭოთა პერიოდში - სალომე ზურაბიშვილი 

სალომე ზურაბიშვილი "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებს ეხმაურება, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანის ხმა ისმის.

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს უხერხულობას ჩანაწერის უხამსი ლექსიკა უქმნის და არა ის შემაძრწუნებელი ფაქტები, რაზეც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი ადამიანების წამებაზე, ცრუ ჩვენებების მისაღებად მოწმეებზე ძალადობაზე და ადამიანის უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის სრულ იგნორირებაზე საუბრობს.

„მე ვგრძნობ ძალიან დიდ უხერხულობას იმის შესახებ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ კიდე სერიალების, ჩანაწერების საბჭოთა პერიოდში. როცა გაუთავებლად ვიღაცა დებს რაღაცა ჩანაწერს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს მართლაც დასრულდება ეს საბჭოთა პერიოდი და  ჩვენ აღარ ვიურთიერთებთ ამ რაღაცა ჩანაწერებით,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები