აქცია ბათუმში - მთავრობის სახლთან გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა აქცია საყვირების ფონზე გამართეს.
ისინი გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ხელისუფლება კრიმინალური დაჯგუფებების მიერ სარდაფებიდან იმართება.
აქციის მონაწილეებმა მთავრობის წევრებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ქვეყანაში კორუფციაა გამეფებული და მოახლოებული არჩევნებისთვის "ქართული ოცნების" მმართველობას წერტილი უნდა დაესვას.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა მთავრობას 41 კაციანი სია გადასცეს, მათი განმარტებით, ეს ადამიანები ახალი ხელისუფლების პირობებში საბიუჯეტო თანხებს არამიზნობრივად ხარჯავენ.
საქმე ეხება ჩანაწერებს, რომელშიც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი საუბრობს. გავრცელებულ ჩანაწერში მირზა სუბელიანი ხელისუფლების არაერთ დანაშაულში ამხელს და ამბობს, რომ მას 50 კაციანი შეიარაღებული ჯგუფი ჰყავს.
ჩანაწერებში ასევე ის მოზარდების მკვლელობის საქმეზე და მტკიცებულებების ფალისიფიცირებაზე საუბრობს.