20 აპრილი 2024,   17:29
ვრცლად
გვარამიამ, იგივე პროკურორის მოადგილემ ყოფილმა, საზოგადოებას დააყარა სერიალები თავის კომენტარებით - ქანთარია 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია იმ სკანდალურ ჩანაწერს ეხმაურება, რომელიც გლდანის ციხეშია ჩაწერილი და "რუსთავი 2"-ის ეთერით გავრცელდა.

საქმე ეხება ჩანაწერებს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი საუბრობს. გავრცელებულ ჩანაწერში მირზა სუბელიანი ხელისუფლების არაერთ დანაშაულში ამხელს და ამბობს, რომ მას 50 კაციანი შეიარაღებული ჯგუფი ჰყავს.

გარდა ამისა სუბელიანი მოზარდების მკვლელობის მტკიცებულებების ფალსიფიცირებაზე საუბრობს. 

დეპუტატი ნუკრი ქანთარია პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის სკანდალურ განცხადებებზე არ საუბრობს და მხოლოდ „რუსთავი2“-ის გენერალურ დირექტორს აკრიტიკებს. ქანთარიას განცხადებით, „რუსთავი2“-ის ხელმძღვანელმა სერიალებივით გაავრცელა ჩანაწერები.

„ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ხელმძღვანელმა გვარამიამ, იგივე პროკურორის მოადგილემ ყოფილმა, იგივე განათლების მინისტრმა ყოფილმა დაგვაყარა სერიალები, საზოგადოებას დააყარა სერიალები თავის კომენტარებით.

მე მაგალითად ვეთანხმები ერთ რამეში, მან თქვა ნახევრად სიმართლე, რომ მან როგორც იქნა აღიარა და მიხვდა სად ზის თვითონ, სადამდე ზის და როგორ.

რაც შეეხება იქ საქართველოს მთლიანად ჩათრევას მე მგონი ეს მისგან შეცდომაა.
მე არ ვარ იქიდან, არ ვიტყვი იმას, რომ ვინმე არის შემომძვრალი „ქართულ ოცნებაში“, რომელსაც მადა გაეხსნა ან კორუფციაში ხელი არ აქვს ჩაყოფილი, ან კანონგარეშე ქმედებების სურვილი არ აქვს და ასე შემომძვრალი დარწმუნებული ვარ პირდაპირ გაძვრება პენიტენციალურ სისტემაში, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული,“-ამბობს ქანთარია.

ამავე თემაზე
დღის ამბები