25 აპრილი 2024,   17:19
ვრცლად
გახმაურებული საქმეები, რომელიც ჩანაწერების მიხედვით მიზრა სუბელიანმა "დაალაგა"-ადვოკატები ბესიკ ხარძიანის საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ

სკანდალური ფარული ჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ, ბიზნესმენ გია უდესიანის ადვოკატები ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ.
მათი თქმით, ხარძიანის მკვლელობის საქმის მთავარი მოწმეები არიან პატიმრები და ციხის თანამშრომლები, რომელთაც სუბელიანმა ძალადობითა და მუქარით დააწერინა ცრუ ჩვენებები. ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ სწორედ უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ მოხდა ხარძიანის ლიკვიდაცია, რასაც საქმის შეკერვა მოჰყვა. ადვოკატები ასევე მოითხოვენ შეწყდეს გია უდესიანის პოლიტიკური დევნა. ბესიკ ხარძიანი 3 წლის წინ თბილისში მოკლეს, მკვლელობისთვის 2 პირია პასუხისგებაში მიცემული. 

სკანდალური ჩანაწერები გუშინ გავრცელდა. აუდიოფალიში სავარაუდოდ მირზა სუბელიანის ხმა ისმის. ის სხვა საკითხებთან ერთად, საუბრობს გახმაურებულ საქმეებზე და ამბობს, რომ ხელისუფლების დავალებით ეს საქმეები სწორედ მან "დაალაგა"

დღის ამბები