20 აპრილი 2024,   07:27
ვრცლად
უსაფრთხოება სკოლებში-გაერთიანებული ოპოზიცია ექსპერტებთან საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ ხარვეზებს განიხილავს

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგორ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრები განათლების თემაზე ექსპერტებთან დისკუსიას მართავენ.

განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სკოლებში უსაფრთხოების პრობლემის გადაჭრაზე. საუბარი ასევე შეეხება 21-ე საუკუნის იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის წინაშე დგას.

„ვეცდებით რა თქმა უნდა დისკუსიაში გამოვიწვიოთ დამსწრე საზოგადოება. სწორედ მათი აზრი და ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ განათლების რეფორმა, რომელსაც ჩვენ მომავალში განვახორციელებთ როგორც ხელისუფლებაში მოსული ძალა იყოს შესაბამისობაში ამ საუკუნის მოთხოვნებთან. რა თქმა უნდა საუბარი გვექნება ტექნოლოგიებზე. საუბარი გვექნება ზოგადად ბავშვის განვითარებაზე და რაღა თქმა უნდა სკოლის უსაფრთხოების თემებზეც,“-განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნინო კვიტაიშვილმა. 

დღის ამბები