20 აპრილი 2024,   04:13
ვრცლად
საგანგებო დავალებათა ყოფილი ელჩი ესტონელ ბიზნესმენს ოლეგ ოსინოვსკის სასამართლოში ღირსების შელახვისთვის უჩივის 

ესტონელი ბიზნესმენის, ოლეგ ოსინოვსკის ბრალდებებს პასუხობს საგანგებო დავალებათა ყოფილი ელჩი, რუსლან აბაშიძე. ყოფილი ბიზნეს პარტნიორი ოსინოვსკის სასამართლოში ღირსების შელახვისთვის უჩივის და პროკურატურას ოლეგ ოსინივსკის საქმიანობით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

მათი მტკიცებით, ესტონელი ბიზნესმენი საქართველოში ფულს ათეთრებს. მისი მისამართით გაჟღერებული ბრალდებები კი პოლიტიკურ სარჩულს ატარებს.

რუსლან აბაშიძე ამბობს, რომ მასზე თავდასხმა ოსინოვსკიმ მას შემდეგ განახორციელა, რაც მან სალომე ზურაბიშვილს 65 ათასი ლარი შესწირა.

„ეს არის პოლიტიკური ელფერის განცხადებები და ზოგადად, ოსინივსკი ცდილობს, რომ ის პრობლემები, რაც მას უკავშირდება, ბალტიის პირეთის ქვეყნებში და ასევე სამომავლოდ, იმედი მაქვს, რომ დაინტერესდება ჩვენი სახელმწიფო მაგის საქმიანობით საქართველოში, რომ ამით გადაფაროს გარკვეული თავისი პრობლემები,“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია საქართველოს პროკურატურას საქმის დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

„ეს არის პოლიტიკური ელფერის ძალიან ცუდად შეფუთული განცხადება, რომელსაც ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ საკმაოდ დიდი და ღრმა ფესვები შეიძლება ჰქონდეს და აქვე, აპრიორი კატეგორიულად ვემიჯნებით მოცემულ განცხადებას და ამ განცხადების გამო ჩვენ ოლეგ ოსინივსკის მოვთხოვთ პასუხს შესაბამის ორგანოებში. ჩვენ მივმართავთ საქართველოს პროკურატურას, რომ დაინტერესდეს ოლეგ ოსინოვსკის მიერ განხორციელებული ინვესტიციებით. მე პირადად ვვარაუდობ, როგორც ადვოკატი, შესწავლილი საქმის მასალების შედეგად, რომ ადგილი აქვს შავი ფულის გათეთრებას, უკანონო თანხების მოზიდვას,“ - განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

 

დღის ამბები