მეგან მარკლი ორსულადაა. პრინცი ჰარი და მისი მეუღლე პირველ შვილს გაზაფხულზე ელოდებიან.
კენსინგტონის სასახლემ ინფორმაცია წყვილის პირველ ოფიციალურ ტურნეში გამგზავრების შემდეგ გაავრცელა. სასექსის ჰერცოგი და მისი მეუღლე ავსტრალიაში ჩავიდნენ.
16-დღიანი ტურნეს ფარგლებში სამეფო წყვილი ფიჯის, ტონგასა და ახალ ზელანდიასაც ესტუმრება.