17 ნოემბერი 2018,   05:27
ვრცლად
სკანდალური ჩანაწერები - ვიქტორ ჯაფარიძემ საგამოძიებო უწყება დატოვა

ვიქტორ ჯაფარიძემ საგამოძიებო უწყება დატოვა. ის იმ სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოკითხეს, რომელიც "რუსთავი 2"-მა გუშინ გაასაჯაროვა. აუდიოფაილში სავარაუდოდ მირზა სუბელიანთან ერთად, მისი ხმაც ისმის.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით გამომძიებლებს აინტერესებდათ შეხვდა თუ არა ის საკანში მირზა სუბელიანს, რაც მან დაუდასტურა. 

კითხვაზე, მირზა სუბელიანთან შეხვედრის შემდეგ, მოახდინა თუ არა მან რეაგირება მიღებულ ინფორმაციაზე და აცნობა თუ არა სამართალდამცავ უწყებებს, ვიქტორ ჯაფარიძე პასუხობს, რომ მას არ ესმის რასთან დაკავშირებით უნდა მიემართა საგამოძიებო უწყებებისთვის. ის ასევე არ პასუხობს კითხვას, დაინახა თუ არა მან დანაშაულის ნიშნები მირზა სუბელიანის მონათხრობიდან. 

დღის ამბები