16 აპრილი 2024,   20:45
ვრცლად
სკანდალური ჩანაწერები და ხმაური ბიუროს სხდომაზე - ირაკლი კობახიძემ აუდიოფირებს "ოპოზიციის სპექტაკლი" უწოდა

სკანდალური ჩანაწერები და ბრალდებები, რომელიც დღეს ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან ისმოდა - ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე დღეს ფარულ ჩანაწერებს "ოპოზიციის დადგმული შოუ" უწოდა. პარლამენტის თავმჯდომარემ მისივე თანაგუნდელი მირზა სუბელიანი, ოპოზიციის მირზა სუბელიანად მოიხსენია.

ირაკლი კობახიძე წყობიდან დღეს ოპოზციის კრიტიკულმა კითხვებმა გამოიყვანა. "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" პარლამენტის თავმჯდომარეს, ძალოვნების დაბარებას და საგანგებო სხდომის მოწევას სთხოვდნენ. ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ მირზა სუბელიანის აღსარებამ ციხის საკანში, "ქართლი ოცნების" ხელისუფლების ყველა მანკიერება გამოავლინა და ახლა ივანიშვილის გუნდმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. დაძაბული სხდომის დროს "ქართულმა ოცნებამ," პოლიტიკურ ოპონენტებს ტრადიციულად ცხრაწლიანი მმართველობა შეახსენა.

დაპირისპირების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბიუროს სხდომა დატოვა. დარბაზში მხოლოდ "ქართული ოცნებისა" და "პატრიოტთა ალიანსის" წევრები დარჩნენ. ირმა ინაშვილი სკანდალური ფარული ჩანაწერების მთავარ ფიგურანტთან შეხვედრის ინიციატივით გამოვიდა. პარლამენტის თავმჯდომარემ კი ბიუროს სხდომა ისევ ოპოზიციის და "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის კრიტიკით დაასრულა.

მმართველმა პარტიამ დღეს მხოლოდ ის თქვა, რომ მირზა სუბელიანის სკანდალურ ფარულ ჩანაწერზე თუ საჭიროება დღის წესრიგში დადგება, პარლამენტში მთავარ პროკურორს და შინაგან საქმეთა მინისტრს დაიბარებენ, თუმცა როდის შეიძლება დაიბარონ ძალოვანი უწყების პირველი პირები საკანონმდებლო ორგანოში ეს უმრავლესობას არ დაუკონკრეტებია.

დღის ამბები