24 აპრილი 2024,   08:39
ვრცლად
სკანდალური ჩანაწერები და საპრეზიდენტო კანდიდატების მწვავე რეაქცია - ჩანაწერების შინაარსი მძიმე მხოლოდ ზურაბიშვილისთვის არ აღმოჩნდა

სკანდალური ფარულ ჩანაწერებსა და მის შინაარსზე მწვავე რეაქცია დღეს თითქმის ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს ჰქონდა, თუმცა მათ რიცხვში სალომე ზურაბიშვილი არ არის. მისი აღშფოთება იმ მძიმე რეალობას, რომლის წინაშეც ქვეყანა ციხის სკანდალური ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ აღმოჩნდა, არ მოჰყვა. "ოცნების" რჩეული კანდიდატისთვის მიუღებელი მხოლოდ ის ფორმაა, რომლითაც საზოგადოება „ქართული ოცნების“ მმართველობის მეთოდების შესახებ უკვე ერთი თვეა შოკისმომგვრელ დეტალებს იგებს.

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ამ ჩანაწერებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, ქვეყანაში კლანური მმართველობა და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების არსებობა.

დავით ბაქრაძე კი სახელმწიფო  ინსტიტუტების ჩამოშლაზე საუბრობს. „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, რომ თუ კი ჩანაწერების ავთენტიკურობა დადასტურდება მაშინ ეს იქნება პირდაპირი სიგნალი, რომ ქვეყანაში მაფიოზური მენტალიტეტის მმართველობაა.

ლეიბორისტების ლიდერი კი აცხადებს, რომ სუბელიანის დაჯგუფების პარალელურად შეიარაღებული რაზმები ქვეყანაში კიდევ სხვა ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებსაც ჰყავთ. ”შენების მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატს კი ჩანაწერების ნამდვილობაში ეჭვი არ ეპარება და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.

​ 

დღის ამბები