18 აპრილი 2024,   22:27
ვრცლად
სისტემური დანაშაული და არაფორმალური მმართველობა - მესამე სექტორის უმძიმესი დასვნა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით 

„რუსთავი 2“-ის მიერ, სკანდალური ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ, სამოქალაქო სექტორი უმძიმესია დასკვნას აკეთებს. მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი ამ ჩანაწერში შემაშფოთებელ ფაქტებზე საუბრობს, რომელიც ადეკვატურ გამოძიებას და რეაგირებას საჭიროებს, თუმცა ქვეყენაში სისტემური დანაშაულისა და არაფორმალური მმართველობის გამო, არ რჩება სანდო სამართლებრივი რეაგირების მექანიზმი. უწყება, რომელმაც ეს საქმეები უნდა გამოიძიოს, ამ ჩაწერების მიხედვით, არაფორმალურად იმართება და გასულია კონსტიტუციის ჩარჩოდან.

ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი გავრცელებულ ჩანაწერში 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობის საქმეზე საუბრობს. ყვება, რატომ ვერ დაიჭერენ საქმის მთავარ მოწმეს, მიხეილ კალანდიას და ბოლოს ამავე კონტექსტში ოთარ ფარცხალაძეს ახსენებს და მას პროკურატურის მმართველად მოიხსენიებს.

ზაზა სარალიძის ადვოკატი ამბობს, რომ ამ ჩანაწერით დადასტურდა ის, რასაც სარალიძე დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ სუბელიანს ჰქონდა ისეთი ფაქტები, რის გახმაურებასაც ხელისუფლებას ეშინოდა და ამიტომაც წავიდა ხორავას ქუჩისა და არასრულწლოვნების საქმის გამოძიება თავიდანვე არასწორი მიმართულებით.

სარალიძის ადვოკატი პროკურატურას განცხადებით მიმართავს, რომ გამოძიება ჩანაწერის შინაარსზეც დაიწყო.

 

 

 

დღის ამბები