16 აპრილი 2024,   09:47
ვრცლად
ქუჩის გარჩევები, ბნელი 90-იანები, 37 წლის რეპრესიები - ცნობილი სახეები სკანდალურ ჩანაწერებს ეხმაურებიან

საბჭოთა კავშირი და 37 წლის რეპრესიები - ასეთია სკანდალური ჩანაწერებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების შეფასება. 

ხელოვანების  დიდი ნაწილი დღეს ღიად საუბრობს ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე მათ შორის ისინიც, ვინც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის გვერდით იდგა. ისინი ამბობენ, რომ მაშინ, როდესაც ბიულეტინში 41 ხაზავდნენ, ამ კოშმარს სიზმარშიც კი ვერ ნახავდნენ.

ფარული ჩანაწერი, სადაც არაფორმალურ შეიარაღებულ დაჯგუფებებზე, ადამიანების გატაცებასა და წამებაზეა საუბარი, ცნობილ სახეებს  ქუჩური გარჩევებს და ბნელ 90-იანებს ახსენებთ.

საერო და სასულიერო პირები დღეს ერთმა მთავარმა მოთხოვნამ გააერთიანა. ყველა სკანდალური ფარულ ჩანაწერში დასახელებული რეზონანსული ფაქტების გამოძიებას და დამნაშავეებს დასჯას მოითხოვს. საზოგადოების ნაწილი აცხადებს, რომ ამ საქმის გამოძიება არაკეთილსინდისიერი ჩინოვნიკების დასჯა დღეს "ქართული ოცნების" გამოცდაა. თუმცა ნაწილი თვლის, რომ მთავრობამ კრახი უკვე განიცადა.

 

დღის ამბები