19 აპრილი 2024,   14:34
ვრცლად
"მაქვს დიდი იმედგაცრუება... მე ვარ გაწბილებული... ცუდ სიზმარში მგონია თავი, კოშმარში" - ირმა სოხაძე "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებს

"ცუდ სიზმარში მგონია თავი, კოშმარში" - ასეთია ირმა სოხაძის შეფასება გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით. მომღერალი ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მას იმედი გაუცრუა და თავს გრძნობს გაწბილებულად.

„ეს არის ტყუილის, ტერორის, დაშინების, ერთმანეთის კომპრომატების  ძებნის და შემდეგ  ამით რაღაც გამოჭერის, რაღაც ცუდ სიზმარში მგონია თავი, კოშმარში, აი მართლა რომ ვერ წამროვიდგენდი  ისეთში. მაქვს დიდი იმედგაცრუება და არა პირველად. ეს სხვა დროსაც დამმართნია  იმიტომ, რომ ძალიან ხშირად ვენდობი ხოლმე არჩევნების წინ  საერთოდ ძალას,  რომელიც მოდის და მაქვს დიდი იმედი. მე ვამბობ, მე ვარ გაწბილებული. ეს ნიშნავს იმას რომ მე 2012 ში კი არა 2015 და 2016 წლებში ვერ ვიფიქრებდი, რომ დღეს აი ესეთი  გაწბილება და იმედგაცრუება მექნებოდა და მაქვს და რა ვქნა ტყუილს ხომ არ ვიტყვი,“-განაცხადა ირმა სოხაძემ

ამავე თემაზე
დღის ამბები