25 აპრილი 2024,   03:18
ვრცლად
დამრჩა განცდა, რომ ყველა დაღლილია ამ ხელისუფლებით, მაგრამ „ოცნება“ ახერხებს, შექმნას მტრის ხატი - დათო სუბელიანი

მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ერთ-ერთი ლიდერი, დათო სუბელიანი „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, სადაც სავარაუდოდ, ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული, მირზა სუბელიანი სხვადასხვა გახმაურებული საქმის „დალაგებაზე“ საუბრობს.

დათო სუბელიანის თქმით, ამ ჩანაწერის მოსმენის შემდეგ, აღარ ჰქონდა განცდა, რომ სიახლეს იგებდა. სუბელიანი ამბობს, რომ საზოგადოებამ არაფორმალური მმართველობა უნდა გააპროტესტოს.

„ასეთი განცდა დამრჩა, რომ ყველა დაღლილია ამ ხელისუფლებით, მაგრამ „ოცნება“ ახერხებს, რომ შექმნას მტრის ხატი რევანშისტული ძალების სახით, რომლებიც ადრე იყვნენ მმართველობაში და დღეს დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ყველა ნერვიულობს იმაზე, რომ კი, ეს „ოცნება“ დასამთავრებელია, მაგრამ რევანშისტული ძალები არაფრით არ უნდა მოვიდნენ. ხალხს უნდა ვუთხრათ, რომ ამ შიშის გამო უარი არ უნდა ვთქვათ მავნე რეჟიმების გათავისუფლებაზე ჩვენი სამსახურიდან, „ქართული ოცნება“ ამ ეტაპზე უნდა დაემშვიდობოს მმართველობას. ეს საქმე და ბევრი სხვა საქმე გამოსაძიებელია და სამართლებრივი შედეგები დასაყენებელია, მაგრამ პოლიტიკური შედეგი დამდგარია, როგორ გაფორმდება, რომელი არჩევნებით თუ რა პროცესით არ ვიცი, მაგრამ „ქართული ოცნების“ საქმე დასრულებულია,“ - განაცხადა სუბელიანმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები