24 აპრილი 2024,   01:56
ვრცლად
„ეს სახელმწიფო არ არის, მე მათ დავარქვი ფანტომების მთავრობა,“ - არჩილ გამზარდია

„ეს სახელმწიფო არ არის, მე მათ დავარქვი ფანტომების მთავრობა,“ - ეს განცხადება ჟურნალისტმა არჩილ გამზარდიამ გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა. 

ჟურნალისტის თქმით, დღეს, საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა გააცნობიერის, რომ მათ პარტიების მიმართ არანაირი ვალდებულება არ გააჩიათ. მისი თქმით, მოქალაქეებს ვალდებულება მხოლოდ სახელმწიფოსადმი გააჩნიათ. 

„მე მინდა თითოეულმა მოქალაქემ გავაცნობიეროთ, რომ პარტიების მიმართ მოქალაქეებს არანაირი ვალდებულება არ გაგვაჩნია. ჩვენი ვალდებულება არის სახელმწიფოსადმი და ნდობის მანდატს, რასაც ვაწვდით ხოლმე ამა თუ იმ პოლიტიკურ სუბიექტს, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, ეს ჩვენ კი არ გვაგდებს ვალში, ეს მათ აგდებს ჩვენდამი ვალში. ამიტომ, „ქართულ ოცნებასთან“ რომელიმე ჩვენგანი კი არ არის რაიმე ვალში, ან რაიმე ვალდებულება კი არ გაგვაჩნია ერთგულების თუ ა.შ. ჩვენი ერთგულება სახელმწიფოს მიმართ მსახურებაა. ისინი არიან ვალში იმისათვის, რომ ეს ყველაფერი განეხორციელებინათ ისე,“ - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.

გამზარდია მთავრობას "ფანტონების" მთავრობას უწოდებს. 

„ეს სახელმწიფო არ არის, მე მათ დავარქვი ფანტომების მთავრობა, თან არსებობენ, უფლებამოსილი პირები არ არიან, თან არ არსებობენ. თავიდან ბოლომდე ყველა ამბავი არის ის რეალობა, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ ამ ხნის განმავლობაში,“ - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.

გამზარდია ამბობს, რომ დღეს სისტემა მხილებულია. 

„სისტემა არ დანგრეულა არც 2012 წელს, ის სისტემა, რასაც მანამდე ვებრძოდით. სისტემა დღეს მხილებულია, თორემ დანგრეული კი არ არის. იმ სისტემამ მოინელა სახელმწიფო, იმ სისტემამ მოინელა ნაციონალური მოძრაობის მმართველობა მაშინ და ის სისტემა მოინელებს და ინელებს დღეს ქართულ ოცნებას,“  - განაცხადა ჟურნალისტმა.

 

 

დღის ამბები