20 აპრილი 2024,   16:48
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები - ევროპაში მცხოვრები ემიგრანტები პროცესის მიზანმიმართულ ჩაშლაზე საუბრობენ 

ევროპაში მცხოვრები ემიგრანტები საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დაგეგმილ ჩაშლაზე საუბრობენ. განცხადება ოსლოს საარჩევნო კომისიის დამოუკიდებელმა წევრმა გურამ როყვამ გააკეთა.

მისი თქმით, არსებობს მოლოდინი რომ ოსლოში საარჩევნო უბანი საერთოდ არ გაიხსნება, რადგან ცესკოს ამის ფინანსური და ადამიანური რესურსი არ გააჩნია.

ემიგრანტები ჰყვებიან, რომ მათ ამის შესახებ ინფორმაცია საკონსულოებიდან მიიღეს.

„აქ იყო გამოკითხვა ვის მისცემდით ხმას და ვის არა, რადგან სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ძალიან დაბალი რეიტინგი ნორვეგიაში, კონკრეტულად ნორვეგიაში ჩაიშალა. სალომე ზურაბიშვილს აქვს ძალიან დაბალი რეიტინგი ემიგრანტებში,“-აცხადებს ოსლოს საარჩევნო კომისიის დამოუკიდებელი წევრი გურამ როყვა.

ცესკოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით კი ირკვევა, რომ საზღვარგარეთ გახსნილი 61 საარჩევნო უბნიდან ერთ-ერთი სწორედ ოსლოშია განთავსებული.

დღის ამბები