20 აპრილი 2024,   14:04
ვრცლად
ვახტანგ ბურკიაშვილი, რომელიც ეროვნული ბანკის აღმასრულებელ დირექტორად ინიშნება მმართველ გუნდს 50 ათასი ლარი შესწირა 

„ქართული ოცნების“ მორიგი გამორჩეული შემწირველი - ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ბურკიაშვილმა მმართველს პარტიას 50 ათასი ლარი შესწირა.

შემოწირულობა ბურკიაშვილმა მაშინ გააკეთა, როდესაც ის ეროვნულ ბანკში თანამდებობაზე არ მუშაობდა, თუმცა ოპოზიციისთვის მომხდარი იმის დადასტურებაა, რომ ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე, „ოცნებისთვის“ შეწირული ათიათასობით ლარის გამო დაინიშნა.

ენმ-ს წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, ეროვნული ბანკი, ხელისუფლების მორჩილებაში დგას.

„ამ მდგომარეობაში მყოფი ეროვნული ბანკი ვერ გაუმკლავდება იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს ქვეყნის წინაშე, რომელიც არსებობს საფრთხის სახით, პირველ რიგში მთავრობის პოლიტიკა. ყველა კანონი, რომელიც შემოვიდა პარლამენტში არის მთავრობის ინიცირებული და ეროვნული ბანკი მორჩილად უქნევს თავს,“-აცხადებს რომან გოცირიძე.

ოფიციალურად მოვალეობის შესრულებას ბურკიაშვილი 17 ოქტომბერს დაიწყებს. „ქართული ოცნების“ ოპონენტების განცხადებით,  სოლიდური თანხის სანაცვლოდ  კონკრეტული ადამიანები თანამდებობებს იღებენ.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა სამწუხაროდ და არც არის მოსალოდნელი რომ ბოლო იქნება. „ქართული ოცნება“ მზად არის რომ გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ დიდ ფინანსურ მასას მოუყაროს თავი სალომე ზურაბიშვილის გარშემო და სწორედ ამ გზით ფიქრობენ ისინი, რომ არჩევნებში გაიმარჯვებენ,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი კიკნაველიძე.

დღის ამბები