18 აპრილი 2024,   12:20
ვრცლად
უსახლკარობა და სათანადო საცხოვრისის არქონა - EMC კვლევის საგანგაშო შედეგებს აქვეყნებს

უსახლკარობა და სათანადო საცხოვრისის არქონა თბილისში განსაკუთრებით რთული პრობლემაა - კვლევას "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" აქვეყნებს. კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ მდგომარეობა განსაკუთრებით გაუარესდა მას შემდეგ, რაც სოციალური საცხოვრისის მართვა  -„თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარს“ დაევალა.

გამოვლინდა, რომ მკვეთრად გაუარესდა საცხოვრისში მცხოვრები ბენეფიციარი ოჯახების სამართლებრივი გარანტიები.

მინიმუმამდე იქნა დაყვანილი მათთვის საცხოვრისით გრძელვადიანი სარგებლობის გარანტია. სამოქალაქო სექტორი მოუწოდებს თბილისის მერიას, დაიწყოს ფინანსური რესურსის მობილიზება ახალი საცხოვრისის აშენების მიზნით.

დღის ამბები