25 აპრილი 2024,   17:43
ვრცლად
საგამოძიებო უწყებებთან შეკითხვები მაქვს, როგორ გამოდის მსგავსი სახის ჩანაწერები გარეთ - გედევან ფოფხაძე 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გედევან ფოფხაძე, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის მიერ გავრცელებულ იმ სკანდალურ ჩანაწერებს ეხმაურება, რომელიც ე.წ. გლდანის ციხეშია გაკეთებული და სადაც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, არაერთ გახმაურებულ საქმეზე, კანონდარღვევაზე, ძალადობის შედეგად მოპოვებულ ჩვენებებსა და მოზარდების მკვლელობის საქმეში არსებული მტკიცებულებების ფალსიფიცირებაზე საუბრობს. 

გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს, მირზა სუბელიანს, საკუთარ თავთან პრობლემები აქვს. 

თუმცა, მიუხედავად ამ შეფასებისა ფოფხაძეს კითხვები შს მინისტრთანაც აქვს. დეპუტატს აინტერესებს, როგორ გამოდის მსგავსი ტიპის ჩანაწერები, სააშკარაოზე. 

,,არ მგონია რეალური, რაზეც ჩანაწერებშია საუბარი. შეფასება რაც მისგან მოდის მისი არასწორი თვითშეფასებისა და ხედვების გამოა, თუმცა ყველაფერი ეს უნდა იყოს გამოძიებული. საგამოძიებო უწყებებთან შეკითხვები მაქვს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გამოდის მსგავსი სახის ჩანაწერები გარეთ,"-განაცხადა ფოფხაძემ 

ამავე თემაზე
დღის ამბები