17 ნოემბერი 2018,   05:27
ვრცლად
საქართველოსთვის, რომელიც უსამართლო ომში იქნა თავდასხმის ობიექტი, სამსახურს მოქალაქეები გიფასებენ - პრეზიდენტი ჯარისკაცებს მიმართავს

„მინდა მოგმართოთ ქართველ ჯარისკაცებს, რომ მიუხედავად პოლიტიკური დებატებისა, თქვენი წმინდა მოვალეობაა, დაიცვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა,"-  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ქართველ სამხედროებს მიმართა და აღნიშნა, რომ ჯარისკაცებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა უნდა დაიცვან. 

„არასდროს არ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ საქართველოს უფლება, გაანადგუროს მტერი ჩვენს ტერიტორიაზე, დაიცვას სუვერენიტეტი - არის ის უფლება, რაზეც სახელმწიფო შენდება. თქვენი გმირობა ბრძოლის ველზე იყო და იქნება დაფასებული. ამის თაობაზე კითხვები არ დაისმევა. ქართველი ხალხი მადლიერია თქვენი თავგანწირვის. იცოდეთ, რომ საქართველო, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომელიც უსამართლო და უსაფუძვლო ომში იქნა თავდასხმის ობიექტი, ამ საქართველოსთვის სამსახურს მოქალაქეები გიფასებენ და ამისთვის მადლიერები არიან,“- აღნიშნა მარგველაშვილმა. 

დღის ამბები