19 აპრილი 2024,   02:49
ვრცლად
პრობლემურია, როცა ის, რაც საზოგადოებისთვის მძიმე და მიუღებელია, არაადეკვატურ სიცილს და ღიმილს იწვევს მმართველ პოლიტიკურ გუნდში - პრეზიდენტი "ომეგას" საქმეზე 

საქართველოს პრეზიდენტი „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და სკანდალურ ჩანაწერებს შემაშფოთებელს უწოდებს.

განცხადება გიორგი მარგველაშვილმა, დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. პრეზიდენტი ამბობს, რომ ის არ აფასებს ფარულ ჩანაწერებს ან მათ წარმომავლობასა და კანონიერებას, არამედ აფასებს პოლიტიკურ რეაქციებს, რომელიც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მმართველი გუნდისგან იქნა გამოხატული.

გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას არაადექვატური დამოკიდებულება ჰქონდა, რაც არ არის შესაბამისი და სწორი რეაგირება.

„საქმე ისაა,რომ ბრალდებებს არაფორმალური ჯგუფების, მათ შორის კრიმინალური ჯგუფების ჩარევისა ,რეკეტის ან სახელმწიფო ხელისუფლების ბოროტად გამოყენების თვალსაზრისით პასუხი გაეცა ასეთი პოზიციით,  რომ ეს თურმე ღიმილისმომგვრელი და სასაცილოა.

ეს საკითხები საქართველოში არ არის არც ღიმილის მომგვრელი და არც სასაცილო,ეს საკითხები ქართული საზოგადოებისთვის მძიმეა და მიუღებელი და თუ პოლიტიკურ დისკუსიაში სამი კვირის განმავლობაში, ის რაც საზოგადოებისთვის მძიმეა და მიუღებელია არაადეკვატურ სიცილს და ღიმილს იწვევს, ეს ჩემი აზრით, თავისთავად პრობლემურია,“-ამბობს პრეზიდენტი.

ამავე თემაზე
დღის ამბები