19 აპრილი 2024,   17:51
ვრცლად
აუცილებელია, მოხდეს გამოძიება რაზეც ისაუბრა სუბელიანმა და ასევე თუ ვინ დააშანტაჟა ის ადამიანი ეს საუბრები ჩაეწერა და გამოეტანა - კალაძე

დედაქალაქის მერი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ პირი, რომელმა მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბარი ჩაწერა და ციხიდან გამოიტანა, კონკრეტულ ჯგუფს დაშანტაჟებული ჰყავს.

კახა კალაძე ფიქრობს, რომ გამოძიება უნდა დაინტერესდეს როგორც მირზა სუბელიანის მიერ დასახელებული საქმეებით, ასევე სწორედ იმ პირით, ვინც ჩანაწერები ჩაწერა და გაასაჯაროვა, რათა გაირკვეს ვინ დააშანტაჟა სკანდალური ჩანაწერის ავტორი.

კალაძე იმაშიც დარწმუნებულია, რომ ჩანაწერების გასაჯაროება და ყველაფერი რაც ბოლო პერიოდში ხდება ოპონენტების ინტერესებში შედის. დედაქალაქის მერი მოუწოდებს "მავნებელ პოლიტიკურ ძალას" არავინ გაბედოს კანონის მიღმა მოქმედება, თორემ მკაცრად დაისჯებიან.

„თუ ამ ადამიანს გააჩნდა რაიმე ამდაგვარი ჩანაწერები და ინფორმაციები, მას შეეძლო აქამდეც წარმოედგინა ეს საზოგადოებისთვის.

აუცილებელია, გამოძიების დაწყება ყველა იმ ნასაუბრებზე , რაც მან წარმოთქვა აუცილებელია და ასევე აუცილებელია, მოხდეს გამოძიება თუ ვინ დააშანტაჟა ის კონკრეტული ადამიანი, ვინც ასე ვთქვათ დაავალდებულეს, რომ ეს საუბრები ჩაეწერა, გაეკეთებინა და გამოეტანა.

ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ზოგიერთ მავნებელ პოლიტიკურ ძალას სურს ქვეყანაში არეულობის მოწყობა.

მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არავინ არ გაბედოს კანონს მიღმა რაიმე ნაბიჯების გადადგმა, თორემ ყველა სათითაოდ აგებს მკაცრად პასუხს,“ - კახა კალაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები