20 აპრილი 2024,   08:02
ვრცლად
ბესელია თავს არიდებს ისაუბროს ჩანაწერზე, სადაც მას მირზა სუბელიანი კორუფციაში პირდაპირ ადანაშაულებს - სამადაშვილი

დაპირისპირება იურიდიული კომიტეტის სხდომაზე - „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა სხდომა ცხარე კამათის ფონზე დატოვა.

სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია თავს არიდებს ისაუბროს იმ ჩანაწერზე, სადაც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, პატიმრობაში მყოფი მირზა სუბელიანი მას კორუფციაში პირდაპირ ადანაშაულებს.

„დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომის დაწყება უნდა მომხდარიყო იმ საკითხით, თუ რას აპირებს საკანონდებლო ორგანო, რომელსაც პირდაპირ ევალება ზედამხედველობის ფუნქციების განხორციელება, რის გაკეთებას აპირებს იურიდიული კომიტეტი, იმისთვის რომ პასუხი გასცეს კითხვებს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს.

ამის შესაძლებლობა არ მომეცა, ქალბატონმა ბესელიამ, რომელიც დადანაშაულებულია იმ ფარულ ჩანაწერებში პირდაპირ კორუფციულ საქმიანობაში, არ მისცა კომიტეტს საშუალება ემსჯელა იმ საკითხებზე, რომელიც დღეს აწუხებს საქართველოს ყველა მოქალაქეს.

შესაბამისად გაიმართა კამათი და მომიწია სხდომის დატოვება, იმიტომ რომ  ამ ფარსში მე მონაწილეობას არ მივიღებ. დღეს საზოგადოებას რაც აწუხებს იმაზე უნდა ვსაუბრობდეთ იურიდიულ კომიტეტზე და არა იმაზე, რაც აწყობს ქალბატონ ეკა ბესელიას,“-ამბობს სამადაშვილი.

საუბარია 14 ოქტომბერს, გლდანის ციხიდან გავრცელებულ ჩანაწერზე, სადაც მოზარდების მკვლელობის საქმის ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანი სკანდალურ განცხადებებს აკეთებს.

სუბელიანი ჩანაწერში სხვადასხვა გახმაურებული საქმეების გამოძიების ფარგლებში მოწმეებზე ზეწოლაზე, დაშინებაზე და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს.

ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მას უამრავი ინფორმაცია აქვს მათ შორის ბესელიასა და უდოს კომისიასთან დაკავშირებულ გარიგებებზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები