20 აპრილი 2024,   10:24
ვრცლად
ფიზიკური დაპირიპირება ზურაბიშვილის მხარდამჭერებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის - ენმ კანდიდატთან შეხვედრაზე არ შეუშვეს

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებსა და ოპოზიციას შორის. ხმაური კასპში მასშემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებმა სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრაზე დასწრება ითხოვეს. მათ ამის უფლება საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერებმა არ მისცეს, რასაც შეხლა-შემოხლა და ხმაური მოჰყვა.

ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი,რომელმაც ოპოზიცია ევროპული სტილის წინასაარჩევნო გარემოს ჩაშლასა და პროვოკაციაში დაადანაშაულა.

„მშვიდობიანი ევროპული საარჩევნო გარემოს შექმნა და ჩვენ ამ პრინციპს დავიცავთ და არც ერთ პარტიას არ მივცემთ იმის უფლებას რომ ასეთი პროვოკაციების ფონზე, რასაც დღეს ჰქონდა ადგილი, სცადონ მათ წინასაარჩევნო გარემოს გადაყვანა,“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კონტრ-ბრალდებებით გამოდის „ნაციონალური მოძრაობა“. ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პარტიის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე კითხვების დასასმელად მივიდნენ თუმცა ნუგზარ ნონიაშვილის თქმით, მათ ადგილზე დაქირავებული პროვოკატორები დაახვედრეს.

„არიან დაქირავებული პროვოკატორები. მე არ მაქვს ინფორმაცია ისინი ჩინოვნიკები არიან თუ იმ 50 კაციან ბანდფორმირებებში ირიცხებიან რომელიც ჰყავთ ფარცხალაძეს და სუბელიანს. უწოდებს ჩვენს საზოგადოების  ნაწილს, ღირსეულ კასპელებს უზრდელებს და აქ არავინ არ მოსულა სალანძღავად, პროვოკაციის მოსაწყობად. მოვედით კითხვების დასასმელად,“-განაცხადა ნუგზარ ნონიაშვილმა.

დღის ამბები