19 აპრილი 2024,   12:07
ვრცლად
„ამ რეალობის შეცვლის ერთადერთი გზა არსებობს, რეალობის შეცვლის გზა არის არჩევნები," - დავით ბაქრაძე

”ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებს თელავში შეხვდა. დავით ბაქრაძემ ადგილობრივებთან ქვეყანაში დღეს არსებულ მძიმე რეალობაზე, პრაქტიკულად ჩამოშლილ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, არაფორმალურ მმართველობასა და მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.  

„დღეს საქართველოში გაჭირვება არის მომატებული, დღეს საქართველოში ძალიან ბევრ ოჯახს უჭირს და უჭირს უფრო მეტად, ვიდრე წლების წინ. დღეს საქართველოში ადამიანების უმეტესობას მიაჩნია, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით და მათი ოჯახები ცხოვრობენ უარესად და უწევთ მეტი გაჭირვების და პრობლემის გადატანა. გაძვირდა ყველაფერი. პროდუქტი, წამალი, ტრანსპორტი, ბენზინი, ცხოვრება გაძვირდა. გაძვირებული ცხოვრება ცხოვრების ფონზე არ მოიმატა შემოსავალმა, არ გაიზარდა პენსია,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ უამრავი ადამიანი იძულებულია დატოვოს ოჯახი და უცხოეთში საარსებო საშუალების საშოვნელად წავიდეს. 

„ამ რეალობის შეცვლის ერთადერთი გზა არსებობს. რეალობის შეცვლის გზა არის არჩევნები და ამიტომ, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ ყველამ. ნებისმიერი არჩევნები ეკუთვნის არა იმას ვისაც ირჩევენ, ნებისმიერი არჩევნები ეკუთვნის იმას, ვინც ირჩევს. არჩევნები ეკუთვნის ხალხს და არჩევნები არის ხალხის იარაღი და საშუალება მოითხოვოს პასუხი, მოითხოვოს უკეთესობა და შეცვალოს საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები